მიხეილ ჩხენკელი:ყველა ის რეფორმა, რომელიც წარმატებული იყო გაგრძელდება

მთავრობის 4 – პუნქტიან გეგმაში განათლებასა და განათლებაზე ზრუნვას აქვს უაღრესად მნიშვნელოვანი პოზიცია  და ეს არის სამინისტროს მთავარი პრიორიტეტიც.„თითოეულმა ახაგალგაზრდამ უნდა  იგრძნოს რომ სახელმწიფო მასზე ზრუნავს. ჩვენ გვყავს ძალიან ნიჭიერი ახაგლაზრდები. ძალიან ნიჭიერი თაობა მოდის და მათ სჭირდებათ ხელშეწყობა და ყველა იმ პირობის შექმნა, რომ იმ პოტენციალის რეალიზება მოხდეს, რომელიც მათ გააჩნიათ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის,“ –  განაცხადა ჩხენკელმა.

„მე მინდა გითხრათ რომ ზოგადად ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესი არის ძალიან მნიშვნელოვანი და  იქნება ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი. ეს არის ის თემატიკა, რომელსაც სჭირდება სერიოზული კომპელქსური ფუნდამენტური  მიდგომა და ამას განახორციელებს ჩვენი სამინისტრო. ყველა ის რეფორმა, რომელიც იყო წარმატებული, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. არის მთელი რიგი გამოწვევები, უკავშირდება განათლების ხარისხს და მეცნიერების ხარისხის განვითარებას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ ეს გადაწყდეს,“ –  აღნიშნა ჩხენკელმა.

ცნობისთვის, სკოლებში ვაშლების შეტანის პროგრამა სამინისტროს დეკემბრამდე აქვს გაწერილი.

წყარო:”edu.aris.ge”

სხვა ვიდეოები