განათლების მინისტრმა სამხატვრო ხელმძღვანელები დანიშნა

ბათუმის თოჯინების და მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ჩხაიძე, ხოლო ხულოს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი როინ სურმანიძე გახდა.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა სარეკომენდაციო საბჭოს მიერ დასახელებული პირები თანამდებობაზე დაამტკიცა. გიორგი ჩხაიძე წლების განმავლობაში ექსპერიმენტული თეატრის ხელმძღვანელი იყო, მან ზურაბ ცინცაძე შეცვალა. 2 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კონკურსში 5 კანდიდატი მონაწილეობდა.

„ნამდვილად ვენდობი სარეკომენდაციო საბჭოს, მათი კომპეტენციიდან გამომდინარე.  მეც ჩემი საკუთარი პოზიცია გამაჩნდა და მხოლოდ ამ პოზიციიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, კანდიდატები  სამხატვრო ხელმძღვანელებად დანიშნულიყვნენ ” – განაცხადა ინგა შამილიშვილმა.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები