განგაშის ზარის სერვისით ცხრავე ბენეფიციარი ისარგებლებს

ქედაში ,,შინ მოვლის” პროგრამის ბენეფიციარები საქართველოს მასშტაბით უპრეცენდენტო სერვისით სარგებლობენ. კომფორტული, ყელზე ჩამოსაკიდი განგაშის ზარის განმახორციელებელი მოწყობილობით, სერვისით მოსარგებლეები ხმოვან შეტყობინებას აგზავნიან მოხალისესთან, სოფლის ექთანთან ან სახანძრო-სამაშველო სამსახურთან. ვინაიდან ქედა საპილოტე მუნიციპალიტეტია, სერვისი სატესტო რეჟიმში ხორციელდება. მოხალისეებმა დღეს ყველა ბენეფიციარს ყელზე ჩამოსაკიდი განგაშის ზარის განმახორციელებელი მოწყობილობა გადასცეს. სერვისის მიზანია შეამციროს ჯანმრთელობის გაუარესების, ძალადობის, კრიმინალის, უბედური შემთხვევისა და ა.შ. ბენეფიცირებმა კმაყოფილება გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ სერვისი გაუმარტივებთ კომუნიკაციას შესაბამისი დახმარების მისაღებად.პროექტი ქედაში დახმარების ეროვნული ფონდის – NAF-ის პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით, არბაითერ – სამარიტერ – ბუნდის (ASB) საქართველოში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან პარტნიორობით ხორციელდება.

წყარო: “ქქედის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები