განზრახ მკვლელობის საქმე

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში  50 წლამდე კაცი რამდენიმე დღის წინ დაიღუპა. მას რამდენიმე ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა. სოფლის მცხოვრებლების თქმით,  შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

გარდაცვლილი  ნასვამი ადამიანების ჩხუბს შეესწრო და ჩარევა სცადა, რის შემდეგაც  მას დაახლოებით 13 ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, იგი შემთხვევის ადგილზე არ გარდაცვლილა,  დაიღუპა სამედიცინო დაწესებულებაში ოპერაციის ჩატარების შემდეგ. მედიკოსების ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი პოლიორგანული უკმარისობა გახდა. დაშავებული კლინიკაში შეყვანიდან 4 დღეში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით,   გარდაცვლილი სავარაუდო დამნაშავეებს  იცნობდა.  შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები