გარემოსდაცვით კამპანია – „ერთად ვიზრუნოთ ჩვენ ქალაქზე“ დაიწყო

ქობულეთის იერსახის მოწესრიგების მიზნით მერიამ გარემოსდაცვით კამპანია – „ერთად ვიზრუნოთ ჩვენ ქალაქზე“ დაიწყო, რომელიც მუნიციპალიტეტის მერის მირიან ქათამაძის ინიციატივით ხორციელდება. კამპანიის ფარგლებში ერთდროულად რამდენიმე აქტივობა გაიმართა.
დღეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა თანამშრომლებთან ერთად ქარსაცავ ზოლში ფიჭვის ნერგები დარგეს, მწვანე ზოლები მოაწესრიგეს და სანაპირო ზოლი დაასუფთავეს. აქციაში მოხალისეებიც ჩაერთო.
აქციის მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, სუფთა და ჯანმრთელი საცხოვრებელი გარემოს შექმნა, მოსახლეობის გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდაა.
ღონისძიება სანდასუფთავებისა და გამწვანების სამსახურების ორგანიზებით გაიმართა. გარემოსდაცვითი ღონისძიებების ფარგლებში მსგავსი ხასიათის აქციები მუნიციპალიტეტში სისტემატურად ჩატარდება.

წყარო:”ქობულეთის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები