გარემოვაჭრეები თევზის რეალიზაციის შეზღუდვის ფაქტს აპროტესტრბენ

გარემოვაჭრეები თევზის რეალიზაციის შეზღუდვის ფაქტს აპროტესტრბენ. მათი განმარტებით მიმდებარე ქუჩაზე განთავსებული მაღაზიები გარევაჭრობის საშუალებას არ აძლევენ, რის გამოც პროტესტის ნიშნად რამდენიმე წუთით ქუჩაც გადაკეტეს.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. ადგილობრივები აცხადებენ, რომ გარემოვაჭრეები თევზის რეალიზებას ახდენენ, რის გამოც ქუჩაზე ანტისანიტარიას ქმნიან. როგორც მიმდებარე ქუჩაზე განთავსებული აფთიაქის ფარმაცეპტმა განმარტა, გარევაჭრობის აკრძალვის მოხოვნით უკვე მიმართეს მერიასა და სამართალდამცავებს.

ადგილობრივები გარევაჭრობის შესაბამისად სავაჭრო ობიექტში გადატანას ითხოვენ. მერიაში აცხადებენ, რომ ქუჩის დასუფთავება მერიის შესაბამისმა სამსახურმა დილიდან უზრუნველჰყო. ჯერჯერობით უცნობია რა ღონიძიებებს გაატარებს მერია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. როგორც მერიაში “აიპრესს” განუმარტეს განცხადებას უწყება მოგვიანებით გაავრცელებს.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები