გაუვალი ბილიკები ისტორიულ ციხე-კოშკებამდე

მოგიყვებით ტურიზმზე და ტურისტულ ობიექტებზე ქედაში. დიდი პოპულარობით სარგებლობს მახუნცეთის ჩანჩქერი და იქვე არსებული თამარის თაღოვანი ხიდი, თუმცა ამ მუნიციპალიტეტს ტურისტების დაინტერესება ციხეებითაც შეუძლია. სხვადასხვა სოფელში 6 ისტორიული ციხეა, რომლებსაც ადგილობრივები საუკუნეების წინ სათვალთვალოდ იყენებდნენ და მტრის მოახლოების შემთხვევაში, ინფორმაციას ავრცელებდნენ.

ობიექტების ნაწილი ტურისტულ მარშრუტებში ჩასმულია, თუმცა კოშკებამდე მისვლა რთულია, გზები გაუწმენდავია. გამგეობაში გვეუბნებიან, რომ 2017 წლის ბიუჯეტში მხოლოდ ორი – ზენდიდის და კავიანის ციხეებთან მისასვლელი გზების რეაბილიტაციაა გათვალისწინებული.
“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები