გელაურის დასახლებაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

გელაურის დასახლებაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. კეთილმოწყობითი სამუშაოები ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად დაათვალიერა.
გელაურში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პარალელურად სპორტული მოედნის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს.
გელაურის დასახლებაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ეტაპობრივად მიმდინარეობს. გასულ წლებში მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები და აშენდა 105 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი. დასახლებაში კეთილმოწყობითი სამუშაოები სამომავლოდაც გაგრძელდება.

წყარო:”ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა”

სხვა ვიდეოები