გეოლოგები ქედაში

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიური სამსახურის უფროსმა მამუკა ფუტკარაძემ გეოლოგებთან და ქედის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის სამსახურის უფროსთან დავით თედორაძესთან ერთად სტიქიის შედეგად დაზიანებული ლოკაციები მოინახულა, კერძოდ: სოფელ გოგინიძეებში ომარ ბაჯელიძის, სოფელ ზენდიდში თენგო ბერიძისა და სოფელ წონიარისში ილია ბერიძის საცხოვრებელ სახლთან განვითარებული მეწყრული პროცესები, აგრეთვე სოფელი ზვარის და ყურაულის საავტომობილო გზა. გეოლოგიური სამსახური ლოკაციების მთლიან შესწავლას უახლოეს დღეებში განაახლებს.

წყარო:”ქედის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები