ღია პირველობა კრივში

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ შუახევის სასპორტო სკოლის ორგანიზებით ჩატარდა მუნიციპალიტეტის ღია პირველობა კრივში, რომელშიც მონაწილეობდნენ 2001-2006 წწ. დაბადებული ქ.ბათუმის, ჩაქვის, ხელვაჩაურისა და შუახევის სასპორტო სკოლებთან არსებული გუნდები.
გამარჯვებულებს პრიზები და მედლები მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი დავითაძემ და მერის მოადგილემ ომარ ტაკიძემ გადასცეს.

წყარო:”შუახევის მუნიციპალიტეტის მერია”

სხვა ვიდეოები