ღოღობერიძე- ჩვირკიას სასამართლო

11-12 მარტის ბათუმის აქციის ორგანიზებაში ბრალდებულების  ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძის სასამართლო პროცესი გრძელდება. ამ წუთებში  ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაცვის მხარის მოწმეებს უსმენენ. დაიკითხებიან ის მოქალაქეებიც, რომლებიც ბრალდებულების უდანაშაულობას ამტკიცებენ.

წინა სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მოწმეთა ნაწილი უკვე დაიკითხა. მტკიცებულებათა  გამოკვლევის ეტაპი დაასრულა ბრალდების  მხარემ. მოწმეთა დაკითხვების შემდეგ, მხარეები დასკვნით სიტყვას იტყვიან, რის შემდეგაც   ბათუმის აქციის ორგანიზებაში ბრალდებულებს მოსამართლე განაჩენს გამოუტანს.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები