ღორჯომის წყალთან ჯებირი მოეწყობა

ხულოში ღორჯომის ხეობაში მდინარე „ღორჯომის წყალთან“ ჯებირი მოეწყობა, სამუშაოებისთვის  ხულოს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. აღნიშნული პროექტი წელს დაგეგმილ პროექტებს შორის ყველაზე ძვირადღირებულია.

ხულოს მიმდინარე წლის ბიუჯეტი 9 მილიონ 579 ათას 150 ლარია. თანხების ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურულ პროექტებზეა გადანაწილებული.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები