ღვარცოფის გამო ხულოს და მის მიმდებარე სოფლებს წყალი შეფერხებით მიეწოდებათ

ძლიერი წვიმების შედეგად მოვარდნილმა ღვარცოფმა საგრძნობლად დააზიანა „ხულო-ბაბანურის“ წყალსადენის სათავე ნაგებობა, რის გამოც შეფერხება შეიქმნა დაბა ხულოსა და მის მიმდებარე სოფლებზე წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით.

აქტიურ სამუშაოებს არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელად, ა(ა)იპ ”ხულოს წყალკანალი” უკვე რამდენიმე დღეა აწარმოებს. წყლის სათავე ნაგებობაზე აღდგენითი სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია. სამუშაოებს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა ბოლქვაძე ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს ზაზა აბულაძესთან ერთად ესწრებოდა.

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე პრობლემა უკვე აღმოფხვრილია და დღეიდან დაბის მოსახლეობას წყალი მხოლოდ მცირედი შეზღუდვებით მიეწოდება.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები