ღვაწლმოსილ ექიმს დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა

ღვაწლმოსილ ექიმს – რობერტ ფომენკოს დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა. ცნობილ პედიატრს იუბილე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზურაბ თენიეშვილმა, საქართველოს პარლამენტში ბათუმის მაჟორიტარმა ლევან ბეჟანიძემ და ქ. ბათუმის სამშოაბიარო სახლის ექიმებმა მიულოცეს. მინისტრის მოადგილემ რობერტ ფომენკოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების საქმეში შეტანილი წვლილისათვის მინისტრის სიგელი გადასცა. რობერტ ფომენკო პედიატრად ქ. ბათუმის სამშოაბიარო სახლში წლების განმავლობაში მუშაობდა.

“აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო”

სხვა ვიდეოები