ღვაწლმოსილ პედაგოგს ქსენია გოგოძეს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა

ქ. ბათუმში მცხოვრებ ქსენია გოგოძეს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა. უხუცესი ქალბატონი 1917 წლის 5 ნოემბერს დაიბადა.
პროფესიით პედაგოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, ქ. ბათუმის N16 საჯარო სკოლაში 47 წლის განმავლობაში საქმიანობდა. ქალბატონ ქსენიას ჰყავს 2 ქალიშვილი და 1 შვილიშვილი.
უხუცესს 100 წლის იუბილე აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა მიულოცეს. 100 წლის ქალბატონს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში 1000 ლარი გადაეცა, განათლების მინისტრმა ღვაწლმოსილი პედაგოგი სპეციალური სიგელით დააჯილდოვა.
ამჟამად, აჭარაში 100 წელს გადაცილებული 35 მოქალაქე ცხოვრობს. ერთ უხუცესს 100 წელი მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში შეუსრულდება. თითოეული მათგანი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსგან 1000-1000 ლარს ღებულობს.

წყარო:”აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სხვა ვიდეოები