ღვინის სახლი და მახუნცეთის ჩანჩქერი – რა მოსწონთ ტურისტებს ქედაში

მიმდინარე წელს, ქედაში ტურისტების 45%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ვიზიტორებს ძირითადად ღვინის სახლებთან მიმავალი მარშრუტები და მახუნცეთის ჩანჩქერი იზიდავთ. ტურისტული საინფორმაციო ცენტის წარმომადგენლის თქმით,  უცხოელ და ქართველ მოგზაურებს ორ მარშრუტს სთავაზობენ.  ეს სოფლების გუნდაურისა და მახუნცეთის მიმართულებაა. დამსვენებლებს საშუალება აქვთ ისტორიული ზენდიდის ციხე, თამარ მეფის ხიდი, ღვინის მარანი, საოჯახო სასტუმროები  და მახუნცეთის ჩანჩქერი მოინახულონ.

კანადელი ტურისტი ლიატ აჰარონსონი აჭარაში წელს პირველად ჩამოვიდა. ამბობს, რომ მეგობრის რჩევა გაითვალისწინა და საქართველოს სხვადსხვა რეგიონის მონახულებას გეგმავს. „საქართველოში იმიტომ ჩამოვედით, რომ ამ ქვეყნის შესახებ ბევრი კარგი რამე გვსმენია.  ძალიან სასიამოვნო და სტუმართმოყვარე ხალხი აღმოჩნდა. აქ ჩანჩქერი ვნახეთ, რომელიც ნამდვილად მშვენიერია. ოჯახთან ერთად მთლიანად საქართველოს გარშემო ვიმოგზაურებთ. დღეს  ბათუმში ვბრუნდებით“.მომავალ წელს კიდევ ერთი ახალი მარშრუტი დაემატება. ტურისტებს საშუალება ექნებათ სოფელი მერისი დაათვალიერონ. ასევე დაგეგმილია მახუნცეთში ტურისტული საინფორმაციო ცენტრი  გაიხსნება.

წყარო: “აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები