გიორგი კირთაძე: “ბათუმის საკრებულოს წევრები რეგლამენტს არღვევენ და დაჩქარებული წესით ბიძინა ივანიშვილისთვის ბოტანიკურ ბაღში მიწის ნაკვეთის გადაცემას ცდილობენ”

“უნიკალური ბოტანიკური ბაღის ნაცვლად გვექნება ბიძინა ივანიშვილის სასტუმროს ეზო’’ – განცხადება რამდენიმე წუთის წინ „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გააკეთა. გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ბათუმის საკრებულოს წევრები რეგლამენტს არღვევენ და დაჩქარებული წესით ბიძინა ივანიშვილისთვის ბოტანიკურ ბაღში მიწის ნაკვეთის გადაცემას ცდილობენ.

ოპოზიციონერი დეპუტატი განმარტავს რომ საუბარია ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა მათ შორის არის პლაჟიც. „სანაპირო სადაც ყველა ჩვენი თანაქალაქელი დადის, მალე ჩაიკეტება. ბიძინა ივანიშვილმა  ჯერ სასოფლო სამეურნეო უნივერსიტეტის ტერიტორია იყიდა, თქვეს რომ შენობა არ გაიყიდება, მოგვიანებით შენობაც გაიყიდა, ირგვლივ ყველაფერი იყიდა. ახლა კი რაც დარჩა იმასაც საკუთრებაში ვუკანონებთ“ – აცხადებს გიორგი კირთაძე.

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხმაური აღნიშნული საკითხის განხილვას მოჰყვა. გიორგი კირთაძემ აჭარის მთავრობისთვის, მერიის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემა გააპროტესტა. ნაციონალური მოძრაობის წევრები საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას ითხოვდნენ, თუმცა საკითხი 10 ხმით ჩამონათვალში დარჩა.  საკითხის დღის წერიგში დატოვების მომხრე იყო საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ჯაბა ბერიძე რომელიც  მწვანე კონცხის მაჟორიტარი დეპუტატია.

წყარ: ” აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები