გიორგი მიქაძე: თავი შეიკავეთ “სელიას” რძის ფხვნილის გამოყენებისგან

თუ მშობლებს “ლაქტალისის” მიერ წარმოებული, 6-თვემდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი “სელიას” ლაქტოზაგამოცლილი მშრალი ფორმულა ნაყიდი აქვთ და სახლში უდევთ, კვლევის დამთავრებამდე არ გამოიყენონ, – ასე მიმართა სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქაძე მოსახლეობას  გადაცემაში “აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად”.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი მოსახლეობას რეკომენდაციას მისცა, დროებით არ გამოყენენო აღნიშნული ბავშვის საკვები.

„ეს არის თუნუქის ქილაში, პლასტმასის სახურავით, 400 და 900–გრამიანი შეფუთვები. ვაკონკრეტებ, რომ ეს რძე არ არის“, – განაცხადა მიქაძემ.

მისივე თქმით, სააგენტოში ევროკავშირის სწრაფი საგანგაშო შეტყობინების ცენტრიდან ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ შევიდა, სადაც აღნიშნულია, რომ 26 ბავშვის სალმონელა–აგუნათიავადობას ფრანგული კომპანია “ლაქტალისის” მიერ წარმოებულ, 6- თვემდე ასაკის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილ მშრალ რძეს უკავშირებდნენ.

ცნობისთვის, “სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან მიიღო შეტყობინება საფრანგეთში წარმოებულ ბავშვთა კვების პროდუქტებში „სალმონელას“ შესაძლო არსებობის შესახებ. სურსათის ეროვნული სააგენტო მოკვლევას ატარებს. მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები და სურსათის ბაზრიდან გამოთხოვის პროცესი”, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაცაში.

წყარო: “ipress.ge”

სხვა ვიდეოები