გიორგი ტუმასიანი ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი, გიორგი ტუმასიანი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ვიზიტის დროს ეწვია მაღალმთიან აჭარას, კერძოდ ქედის 1-ლ საჯარო სკოლას  და შეხვედრა გამართა აღნიშნული სკოლის მოსწავლეებთან.

ახალგაზრდობის წარმომადგენელმა ახალგაზრდებს გააცნო თავისი მანდატი და პრიორიტეტები, მიმდინარე და დაგეგმილი ინიციატივები, ვრცლად ისაუბრა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებზე, 2030 წლის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პრიორიტეტებსა და შესრულებაზე. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი “მდგრადი განვითარების გეგმების პუპულარიზაცია საქართველოში” პროგრამას საქართველოში გაეროს ოფისის მხარდაჭერით ახორციელებს. 

წყარო:”საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში/ UN Youth Delegate-Georgia

სხვა ვიდეოები