გიორგი ყიფიანი: ხასიათი გამოვავლინეთ

საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა მთავარი მწვრთნელი, გიორგი ყიფიანი, შვედეთის დამარცხების შემდეგ, საკუთარი ფეხბურთელების გარჯით კმაყოფილია და აცხადებს, რომ თითოეულმა მათგანმა, სასურველი შედეგის მისაღწევად, მაქსიმუმი გაიღო.

“ველოდებოდით, რომ იქნებოდა ძალიან დაძაბული თამაში, რთული, ფიზიკური თვალსაზრისითაც. როგორ მოვახერხებდით აღდგენას, ფსიქოლოგიური კუთხით. დღეს, ორივე გუნდს სჭირდებოდა მოგება, რომ შეენარჩუნებინა მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი. შესაბამისად, ამ რთულ შეხვედრაში გავიმარჯვეთ ჩვენ. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩემს ფეხბურთელებს. დამეთანხმებით, რომ თითოეულმა მათანმა ბევრი გაიღო, რომ მიღწეულიყო სასურველი შედეგი. წავიყვანეთ ანგარიში, შეგვეძლო უფრო დიდი ანგარიშითაც მოგვეგო, მომენტები ჰქონდა მოწინააღმდეგესაც. იოლი თამაში ევროპის ჩემპიონატზე გამორიცხულია. ამ დაძაბულ თამაშში მივაღწიეთ წარმატებას და ხასიათი გამოვავლინეთ.

რაც შეეხება გიორგი არაბიძეს, კიდევ არიან ფეხბურთელებში, სხვა გუნდშიც, რომლებსაც გააჩNიათ საკუთარი სათამაშო ხელწერა. ვერ დაგეთანხმებით, რომ ის სრულად იყო ამოვარდნილი თამაშიდან. რიგ ეპიზოდებში მას შეეძლო მარტივად ეთამაშა, მაგრამ რიგ ეპიზოდებში ინდივიდუალური თვისებების შემდეგ, ჩვენ ხელსაყრელ პოზიციებზე გავედით. გიორგისთან მქონდა და მუდმივად მექნება საუბარი. მთლიანობაში, ყველაზე მთავარი პრიორიტეტი არის გუნდური თამაში. მთავარი მიზანი იქნება ამ ინდივიდების გაერთიანება და საერთო ძალად გამოჩენა. ამისთვის ვმუშაობთ. ვესაუბრებით ფეხბურთელებს, ვფიქრობ, შემდეგ ჩვენი თამაში სასურველ სახეს მიიღებს“, – განაცხადა გიორგი ყიფიანმა.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის შეხვედრა შვედეთთან გამართა და ანგარიშით – 2:1 დაამარცხა.

სხვა ვიდეოები