გირგვლიანის საქმეზე სასამართლომ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო

პოლიტიკური, თუ სამართლებრივი დევნა? “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სასამართლოს გადაწყვეტილებას, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პოლიტიკურად მოტივირებულს, “ქართული ოცნება” კი ობიექტურს უწოდებს. დღეს საქართველოს ექს-პრეზიდენტს სანდრო გირგვლიანის საქმეზე დაუსწრებლად 3 წლით პატიმრობა მიესაჯა.

მთავარი განსახილველი და სადავო საკითხი პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი გახდა, ოპოზიცია აქცენტს აკეთებს სააკაშვილის როგორც პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებაზე, რაც პატიმართა შეწყალების ნაწილში გამოიხატება, პროკურატურა კი ამტკიცებს, რომ მას სასჯელი არა კონკრეტულად შეწყალების, არამედ მანამდე გაცემული უკანონო დაპირების, ანუ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო მიესაჯა. ბრალმდებელის ეს პოზიცია დღეს მოსამართლემ გაიზიარა.

გამოძიების თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა კუდ-ის იმჟამინდელ ხელმძღვანელს დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების უკანონო დაპირება მისცა და შემდეგ უკვე კომისიის გვერდის ავლით შეიწყალა. განაჩენს მალევე გამოეხმაურა მიხიელ სააკაშვილი.

 წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები