გოჩა მელაძე ბავშვთა თეატრალური სტუდია „იასამანის“ წარმომადგენლებს შეხვდა

დღეს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა ბოლქვაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხულოს მერობის გამარჯვებულ კანდიდატთან გოჩა მელაძესთან ერთად, ბავშვთა თეატრალური სტუდია „იასამანის“ წარმომადგენლებს შეხვდა. მათ, ხულოს თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა ბავშვთა თეატრალურ სტუდიას, ბავშვთა და მოზარდთა მე-9 თეატრალურ ფესტივალ „მაჩაბელაში“ გამარჯვება მიულოცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს. შეხვედრა ხულოს საჯარო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გაიმართა და მას, როგორც პატარა მსახიობები, ისე სახელოვნებო სკოლის პედაგოგები ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ ფესტივალზე „იასამანმა“ რამაზ ბოლქვაძისა და ვახო გიგინეიშვილის რეჟისორობით, მანანა არონაშვილის სპექტაკლი „პანტიპო“ წარმოადგინა, რისთვისაც საუკეთესო სპექტაკლის წოდება მიიღო და გრანპრი მოიპოვა.

წყარო:”ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა”

სხვა ვიდეოები