გოჩა მელაძე გამგეობის თანამშრომლებს შეხვდა

ხულოს მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი გოჩა მელაძე ყოფილ გამგებელთან ბესიკ ბაუჩაძესთან ერთად გამგეობის თანამშრომლებს შეხვდა. გოჩა მელაძემ მადლობა გადაუხადა ხულოელებს გამოცხადებული ნდობისთვის და მის წინამორბედს, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე ყოფნისას გაწეული საქმიანობისთვის.
„მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ მზად ვარ გამოწვევებისათვის და წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებების შესრულებისათვის. დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ჩვენი გუნდი გაამართლებს ჩვენი მოქალაქეების იმედებს და ერთად დგომით ბევრი კარგი საქმის გაკეთებას შევძლებთ ჩვენი მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ“– განაცხადა გოჩა მელაძემ.
თანამშრომლებს აგრეთვე მადლობა გადაუხადა ბესიკ ბაუჩაძემ და ახლადარჩეულ მერს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

წყარო:”ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა”

სხვა ვიდეოები