გოჩა მელაძე საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად, დაბა ხულოს მოსახლეობას შეხვდა

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხულოს მერობის კანდიდატმა გოჩა მელაძე საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად, დაბა ხულოს მოსახლეობას შეხვდა და მაჟორიტარობის კანდიდატი ავთანდილ აბულაძე წარუდგინა.

მერობის კანდიდატმა ამომრჩეველთან ბოლო წლებში მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტები შეაჯამა და დაბის განვითარების მომდევნო ოთხი წლის გეგმებზე ისაუბრა.

„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობა. სწორედ ამიტომ, ჩვენმა გუნდმა გასულ წლებში, დაბაში სხვადასხვა მიმართულებებით მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა. ჩვენ კიდევ არაერთი პროგრამის განხორციელება გვაქვს დაგეგმილი, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური, კულტურული და სპორტული მიმართულებებით. რაც ყველაზე მთავარია, ყველა ღონისძიების განხორციელება სწორედ თქვენს საჭიროებებზე იქნება მორგებული. დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ერთად დგომით აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას და ხულოს საკეთილდღეოდ ბევრი რამის გაკეთებას შევძლებთ“, – განაცხადა გოჩა მელაძემ.

წყარო:”გოჩა მელაძე ხულოს მერად / Gocha Meladze”

სხვა ვიდეოები