გოჩა მელაძე სოფელ ვერნების, ფუშრუკაულისა და რაქვთის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხულოს მერობის კანდიდატი გოჩა მელაძე საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. გოჩა მელაძე ამჯერად, სოფელ ვერნების, ფუშრუკაულისა და რაქვთის მოსახლეობას შეხვდა და მაჟორიტარობის კანდიდატი რამინ ბერიძე წარუდგინა. კანდიდატმა ამომრჩეველთან ბოლო წლებში მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტები შეაჯამა და მომავალი ოთხი წლის გეგმებზე ისაუბრა. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. გასულ წლებში დაიწყო და დღესაც აქტიურად გრძელდება ზომლეთი-ხიხაძირის საავტომობილო გზის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი. მიმდინარე წლის ბოლომდე რეაბილიტირებული გზა უკვე ფუშრუკაულამდე მოაღწევს. მომდევნო წლებში დაგეგმილია გზის რეაბილიტაცია ხიხანის ციხემდე, რაც თავის მხრივ, ჩვენი მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის გაზრდას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა გოჩა მელაძემ. მისივე თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება შიდა სასოფლო, შიდა საუბნო და სამთო იალაღებთან დამაკავშირებელ გზებზეც გაგრძელდება.

წყარო:”გოჩა მელაძე ხულოს მერად / Gocha Meladze”

სხვა ვიდეოები