გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანას ხანძარი გაუჩნდა

დაახლოებით საათნახევრის წინ გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანას ხანძარი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

 მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე პუნქტით მიმდინარეობს, რაც ხანძრის შედეგად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, – ამის შესახებ ინფორმაცია „აიპრესს“ შსს-მ განუცხადა.

მათივე ინფორმაციით ხანძარი სადენებიდან გაჩნდა.

„სადენებით გაუჩნდა ხანძარი შემთხვევა დაახლოებით საათ ნახევრის წინ ოხდა, საკითხზე გამოძიება 188 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. დაშავებული არავინ არარის. სადენებს რომ გაუჩდა ცეცხლი მალევე ჩააქრეს. მანქანა მთლიანად არ დამწვარა სადენებს გაუჩნდა ცეცხლი და მალევე ჩააქრეს თუმცა მანქნის რაღაც ნაწილი დაზიანებულია.“-გვუთრეს შსს-ში.

“ipress.ge”

სხვა ვიდეოები