გოდერძის უღელტეხილზე გზა გაზაფხულამდე ჩაიკეტა

გოდერძის უღელტეხილზე თოვლის საფარი ორ მეტრს აჭარბებს. აღნიშნული გზით მოსახლეობა ახალციხეში გადასვლას, რამდენიმე დღეა ვეღარ ახერხებს. უღელტეხილი გაზაფხულამდე ჩაიკეტა.

ბათუმი ახალციხის მაგისტრალური გზის რეაბილიტაცია გასულ წელსაც იყო დაანონსებული, თუმცა სამუშაოები არ დაწყებულა.

ხულოს მერის, გოჩა მელაძის განცხადებით, აღნიშნული მონაკვეთის მოწესრიგების შემდეგ, გზა აღარ ჩაიკეტება.სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძამდე საავტომობილო გზა გაწმენდილია. დამსვენებლებს გადაადგილების კუთხით პრობლემები არ აქვთ.

კურორტს რეგიონში ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა აქვს. საბაგირო გზის ყველაზე მაღალი ადგილი კი ზღვის დონიდან 2350 მეტრზეა.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები