გოდერძიზე თხილამურების გაქირავებისა და სწრაფი კვების ობიექტები მოეწყობა

ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე, თხილამურების გაქირავების პუნქტისა და სწრაფი კვების ერთსართულიანი ხის შენობების მშენებლობა იგეგმება.

შენობების მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი შპს „გოდერდზირესორტს“-მა გამოაცხადა. სატენდერო თანხა 11 ათასი ლარია. ტენდერი 8 აგვისტოს დასრულდება.

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის შემდეგ კი კომპანია ტენდერს უკვე ობიექტების მშენებლობაზე გამოაცხადებს.

ტექნიკური დავალების მიხედვით, ორ ხის შენობაში 5 ერთმანეთისგან იზოლირებული თხილამურების გასაქირავებელი სივრცე [თითო 60 კვ/მ ფართობის] და ამდენივე სწრაფი კვებისთვის განკუთვნილი, ასევე ერთმანეთისგან იზოლირებული სივრცე [თითოეული 41 კვ/მ ფართობის] უნდა მოეწყოს.
“ბათუმელები”

სხვა ვიდეოები