გომარდული წელს დამსვენებლებს მიიღებს

ექვს წლიანი პაუზის შემდეგ კურორტი გომარდული წელს პირველ ვიზიტორებს უმასპინძლებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, უკვე დასრულდა კურორტამდე მისასვლელი გზის კეთილმოწყობა და ამ ეტაპზე აქციონერებთან მოლაპარაკებები გრძელდება. აჭარის ფინანსთანმინისტრის ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და აქციონერებს შორის მოლაპარაკების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. შეგახსენებთ, გომარდული ექვსი წლის წინ გაიხსნა და ვიზიტორების მიღება მხოლოდ ერთ სეზონზე შეძლო. გახსნიდან ერთ წელიწადში აქციონერებს სახელმწიფომ ბაჟის სახით 126 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

 წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები