გომის მთაზე ელექტროგადამცემი ხაზები დადგეს

შუახევში სახალხო დღესასწაული შუამთობა გომის მთაზე აღინიშნა. ღონიძიების ფარგლებში, გაიმართა კულტურული და სპორტული ღონისძიებები.

გამარჯვებულებს ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. შუამთობის დღესასწაული თავიანთი შემოქმედებით გაალამაზეს შუახევის კულტურის ცენტრთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა. შუამთობის ზეიმს ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანანმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მოიალაღეებს სახალხო დღესასწაული აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ, მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ ებრალიძემ, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ა.რ.უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ანზორ ბოლქვაძემ და ხვიჩა შარაშიძემ, სხალთისა და ბოლნისის მთავარეპისკოპოსებმა მეუფე სპირიდონმა და მეუფე ეფრემმა, შუახევის მუფთმა ასლან შარაშიძემ მიულოცეს.

დღესვე გომის მთაზე ელექტროგადამცემი ხაზების დადგმაც აღინიშნა. უკვე დასრულების პროცესშია ჩირუხის, კატრიანი-ყავრიანი-გრძელგორის და მერიაყელის მიმართულებით მთების ელექტროფიკაცია. სულ მიმდინარე სამუშაოებზე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 700 000 ლარი გამოიყო.

“ipress.ge”

სხვა ვიდეოები