გონიო-კვარიათში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

გონიო-კვარიათში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ხორციელდება სანიაღვრე არხებისა და საყრდენი კედლების მოწყობა, ასევე ფერდსამაგრი და ნაპირსამაგრი სამუშაოები. პარალელურად, ხორციელდება ხიდ-ბოგირების მონტაჟი. სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა 4 ობიექტზე, მწვანე კონცხსა და კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულში. გონიო- კვარიათში კი, სამუშაოები 6 ობიექტზე გრძელდება ხოლო 10-ზე-დასრულდა. სტიქიის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო და დეკემბერის თვეში დასრულდება. სამუშაოების ღირებულება 480 ათას ლარს შეადგენს.

წყარო:”ბათუმის მერია”

სხვა ვიდეოები