გონიოს საზაფხულო სკოლა გაიხსნა

16-დან 29 ივლისამდე გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსის ტერიტორიაზე საზაფხულო სკოლა მოეწყობა, რომელიც მიმდინარე წელს არქეოლოგიურ ველზე გამართულ სამუშაოებში ეკომიგრანტი ბავშვების ჩართვას ითვალისწინებს. პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიცირებითა და ფინანსური მხარდაჭერით ქვეპროგრამის – “სამუზეუმო საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა” – ფარგლებში ხორციელდება და მიმდინარე წელს მასში 40-მდე ეკომიგრანტი ბავშვი მიიღებს მონაწილეობას. „გონიოს საზახულო სკოლა“, რომელიც წელს ორ ეტაპად ჩატარდება, თითოეული ჯგუფისთვის ხუთდღიანია და მონაწილე ბავშვებისთვის, არქეოლოგიურ ველზე მუშაობის გარდა, ბათუმის ტერიტორიაზე ექსკურსიებსაც ითვალისწინებს, მათ შორის: მუზეუმებში, დელფინარიუმში, ბოტანიკურ ბაღში, მუსიკალურ ცენტრში და სხვა. მიმდინარე წელს პროექტი სამინისტროს მიერ 20 000 ლარით ფინანსდება და იგი სრულად უზრუნველყოფს ეკომიგრანტი სტუმრების ტრანსპორტირების, განთავსების, კვებისა და საგანმანათლებლო-კულტურული აქტივობების ორგანიზების ხარჯებს. პროექტის უმთავრესი მიზანი საგანმანათლებლო საქმიანობისა და სამუზეუმო მიმართულებით ინკლუზიური პროგრამების დანერგვის ხელშეწყობაა. 2018 წლის პროგრამაში გათვალისწინებულია “გონიოს საზაფხულო სკოლის” გაფართოება, რომლის ფარგლებშიც უფრო მეტი ეკომიგრანტი ჩაერთვება საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. დღეს, პროექტში ჩართულმა ბავშვებმა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან ერთად ბათუმის ბოტანიკური ბაღი დაათვალიერეს.
“აჭარის ა. რ განათლების,კულტურისა და სპორტის სამნისტრო’

სხვა ვიდეოები