გორგაძეების საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია დასრულდა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა: ჯემალ სურმანიძემ, ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძემ, მანუჩარ ხინიკაძემ და რავშან ბეჟანიძემ, ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელთან მადონა გოგიტიძესთან ერთად სოფელ გორგაძეების საჯარო სკოლის რეაბილიტირებული სპორტული დარბაზი დაათვალიერეს.

სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში გორგაძეების საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში მოეწყო ახალი იატაკი და დაიგო სპეციალური რბილი ფენილი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ჭერსა და კედლებს, მოეწყო კალათბურთის ფარები და ფრენბურთის ბადე. მიმდინარე წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამის ,,სპორტის განვითარების ხელშეწყობა სკოლებში“ ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 4 საჯარო სკოლის სპორტდარბაზს, მათ შორის, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ოჩხამურისა და გორგაძეების საჯარო სკოლების სპორტულ დარბაზებს.

ამავე ქვეპროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს დაიწყო და 2018 წელს დასრულდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ახალშენის სპორტული დარბაზის მშენებლობა. ქვეპროგრამის 2017 წლის ბიუჯეტი შეადგენს 443 000 ლარს.

წყარო: “აჭარის ა/რ გათლების,კულტურისა  და სპორტის სამინისტრო”

სხვა ვიდეოები