გრიბოედოვისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩების კვეთაში სკვერი განახლდა

გრიბოედოვისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩების კვეთაში სკვერი განახლდა, რომელშიც სხვადასხვა სახეობის მცენარეები დაირგო, მათ შორის, 5 ძირი ფიტოსპორია, 20 ძირი ლავანდა, 8 ძირი აბელია და 3 ძირი ტენსტროემია. გარდა ამისა, გრძელდება მცენარეების მოვლითი სამუშაოები. უკვე განხორციელდა ვაშინგტონის პალმების შეხვევის ღონისძიებები ბულვარის ბოლოსა და გონიოს მიმდებარე ტერიტორიაზე. რუსთაველის ქუჩაზე ჩატარდა გაცელვითი სამუშაოები. გორგილაძის ქუჩაზე განხორციელდა მცენარეების შეხვევა და ჭიგოებზე აკვრა-გამაგრება.
სამუშაოებს მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური ახორციელებს.

სხვა ვიდეოები