გრიპის ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ანალიზი აჭარაში

მიმდინარე წლის მე-40 კვირიდან დაიწყო და მომდევნო წლის მე-20 კვირის ჩათვლით გაგრძელდება გრიპის აქტიურ სეზონი, რომლის განმავლობაშიც მოსალოდნელია გრიპისა და სხვა ვირუსული რესპირატორული ინფექციების მატება.

აღნიშნულ პერიოდში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ მიმდინარეობს გრიპისა და გრიპისმაგვარ დაავადებებზე ზედამხედველობა, შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებებიდან ყოველკვირეული ინფორმაციის მიღება /აგრეგირება /სიტუაციური და შედარებითი ანალიზის წარმოება;
შერჩეული საყრდენი ბაზების მიერ ლაბორატროიული სინჯის აღების ხელშეწყობა.

 ეპიდემიოლოგიური სიტუაციის პროგნოზირება ხანმოკლე ან ხანგრძლივი პერიოდისათვის;
რეკომენდაციების გაცემა ინფექციის კონტროლის ღონისძიებების შესახებ – სამედიცინო დაწესებულებებში, გრიპისა და ვირუსული დაავადებების პრევენციის შესახებ- სხვადასხვა პროფილის ორგანიზებულ (ბავშვთა/მოზრდილთა) დაწესებულებებში; მოსახლეობის ინფორმირება არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ;
გრიპის ვაქცინაციის ორგანიზება/განხორციელების ხელშეწყობა.

მიმდინარე წლის 41-ე კვირის ინფორმაციით გრიპისა და გრიპისმაგვარ დაავადებათა შემთხვევების რაოდენობა ყოველ 100 ათას მოსახლეზე (ინციდენტობა) შესადგენს 97-ს.
ჰოსპიტალური შემთხვევების წილი ყოველწლიურად შეადგენს საერთო ჰოსპიტალიზაციის 4-10%-ს, ეპიდემიოლოგიური პიკის დროს 20%-საც აღწევს.

სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით 2017 წლის 41-ე კვირის მდგომარეობით, საქართველოში, საყრდენი ბაზებით მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ რეგისტრირდება.

წყარო:”აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო”

სხვა ვიდეოები