,,გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა ტენდენციები საქართველოში“ კვლევის შედეგები

ბათუმში, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი კონფერენცია ჩატარდა, თემაზე: ,,გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა ტენდენციები საქართველოში“.
კონფერენციას ესწრებოდნენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და რეგიონის სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები, ასევე, კარდიოლოგები, ნევროლოგები, ენდოკრინოლოგები, პირველადი ჯანდაცვის რგოლის სპეციალისტები.
შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნა აჭარის რეგიონში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების 20- წლიანი კვლევის შედეგები.
კვლევა 1996 წელს ჩატარდა აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის, ჰიპერტენზიის რესპუბლიკური ცენტრის (ამჟამად საქართველოს ჰიპერტონიის შემსწავლელი საზოგადოება) მიერ. კვლევის მიზანი იყო არტერიული ჰიპერტენზიისა და მისი რისკ-ფაქტორების გავრცელების შესწავლა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობაში.
2001 წელს, იგივე კონტიგენტში ჩატარდა კვლევა აკად. მიხეილ წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ინსტიტუტის პროფილაქტიკური კარდიოლოგიის განყოფილების თანამშრომელთა მიერ.
2016 წელს, საქართველოს ჰიპერტონიის შემსწავლელი საზოგადოებისა და აკად. მიხეილ წინამძღვრიშვილის კარდიოლოგიის ცენტრის – თბილისის ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის შინაგან დაავადებათა დეპარტამენტის საბაზო კლინიკის მიერ დაიწყო და მიმდინარეობს არტერიული ჰიპერტენზიისა და მისი რისკის ფაქტორების 15-20 წლიანი დინამიკის შეფასება.
აღნიშნული კვლევების შედეგების და ასევე, 2013-206 წწ განხორციელებული ჰიპერეტნზიის სასწრაფო და გადაუდებელი მდგომარეობების მართვის შეფასების დასკვნებისა და რეკომენდაციების წარმოდგენა არის-ერთობლივი საუნივერსიტეტო კონფერენციის მიზანი.
კონფერენციაზე პროფესორ ბეჟან წინამძღვრიშვილის მიერ წარმოდგენილი იქნება ძირითადი მოხსენება-კვლევის შედეგების შესახებ.

წყარო:”აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო”

სხვა ვიდეოები