გულის ოპერაციის დაფინანსების მოთხოვნით გზა გადაიკეტა

აჭარის მთავრობის შენობასთან, სოფელ თხილნარის მკვიდრები საპროტესტო აქციას მართავენ. ოჯახის წევრები და ახლობლები, ემზარ ჩოგაძისთვის გულის ოპერაციის დასაფინანსებლად თანხის გამოყოფას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთით საავტომობილო გზაც გადაკეტეს.

ოჯახის წევრების განცხადებით, პაციენტს განმეორებითი ქირურგიული ჩარევისთვის, 32 ათასი ლარი ესაჭიროება.

ემზარ ჩოგაძეს პირველი ოპერაცია ორი წლის წინ, მთავრობისა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს თანადაფინანსებით ჩაუტარდა.

მოქალაქეების მოთხოვნაზე მთავრობაში ამ ეტაპზე პასუხი არ გაუციათ. განმარტებებს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები რამდენიმე წუთში გააკეთებენ.

 წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები