გურულმა და აბულაძემ ჭაბუკ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, ჭაბუკებს შორის, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ორმა წევრმა, ბექა გურულმა (54კგ) და ოთარ აბულაძემ (63 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ბექა გურულმა (54 კგ) მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ქართველმა ფალავანმა 1:10 წუთში აშკარა უპირატესობით, მექსიკელი მიგელ უგალდე აგუილარი 8-0 დაამარცხა.

ოთარ აბულაძემ კი 24 წამში 9-0 გაანადგურა ყაზახი საგიმბაი და მსოფლიოს ჩემპიონატზე  საქართველოს ნაკრებს მეორე ბრინჯაოს მედალი მოუტანა.

“ipress.ge”

სხვა ვიდეოები