გვარა-სურმანიძეების გზის რეაბილიტაცია დასრულდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა მოადგილე რაულ ბერიძესთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტში გვარა-სურმანიძეების საავტომობილო გზის კმ0+000-კმ0+210 მონაკვეთზე (210 მეტრზე) მიმდინარე ა/ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოებს შ.პ.ს „ერ ტე დე“ აწარმოებს და პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 85 000 ლარს შეადგენს. არჩილ ჩიქოვანის განცხადებით ა/ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დღის ბოლოსთვის დასრულდება.

წყარო: “აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი”

 

სხვა ვიდეოები