გზის გასაწმენდათ ლოდი ააფეთქეს

ძლიერი წვიმის შედეგად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ოთხი მეწყერული კერა განვითარდა. განსაკუთრებით პრობლემურია ზედა თხილნარის მონაკვეთი. კლდიდან ჩამოშლილმა ლოდებმასოფლის გზა ჩაკეტა. აჭარის საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენელთა განცხადებით, საჭირო გახდა აფეთქებითი სამუშაოები. მათივე განმარტებით, აღნიშნული მონაკვეთი რამდენიმე საათში გაიხსნება.

მეწყერული მოვლენის გამო სოფელ კაპრეშუმში  წყლის მილი დაზიანდა. სპეციალისტთა თქმით, მის აღდგენას რამდენიმე დღეში შეძლებენ.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საგანგებო შტაბი შექმნილია, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები