გზის რეაბილიტაცია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე რაულ ბერიძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ს/გზა 31 დეკემბრის ქუჩა-თანამგზავრი-ზედა ფერია კმ0+000-კმ1+345 მონაკვეთზე (1345 მეტრი) მიმდინარე ა/ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოებს შ.პ.ს „გზები“ აწარმოებს და პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 386 908 ლარს შეადგენს. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მოეწყო 34 გრძ.მ. ბეტონის კედელი და 70 გრძ.მ. ცხაურები. რაულ ბერიძის განცხადებით სამუშაოები ხვალისთვის დასრულდება.

წყარო:”აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი

სხვა ვიდეოები