Human Rights Watch: საქართველოში პოლიციამ ათასობით ადამიანს იძულებითი ნარკოტესტირება ჩაუტარა

“ნარკოდანაშაულები ხშირად ისჯება არაპროპორციულად ხანგრძლივი პატიმრობით, ძალიან მაღალი ჯარიმებით და სხვა უფლებების შეზღუდვით. პოლიციამ ათასობით ადამიანს იძულებითი ნარკოტესტირება ჩაუტარა და ზოგ შემთხვევაში, მათი დაკავება 12 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა”, – ამის შესახებ HUMAN RIGHTS WATCH-ის საქართველოს შესახებ 2017 წლის გამოქვეყნებული ანგარიშის, ნარკოპოლიტიკის ქვეთავშია ნათქვამი.

“პოლიციამ ათასობით ადამიანს იძულებითი ნარკოტესტირება ჩაუტარა და ზოგ შემთხვევაში, მათი დაკავება 12 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

ივნისში პოლიციამ ორი რეპერი, მიხეილ მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია, დიდი ოდენობით აკრძალული ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა. მგალობლიშვილი და ქებურია აცხადებდნენ, რომ პოლიციამ მათ ნარკოტიკები იმ ვიდეო კლიპის გამო ჩაუდო, რომელშიც პოლიცია გააშარჟეს. საზოგადოების აღშფოთების შემდეგ სასამართლომ ორივე დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და გამოძიება დაიწყო პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე. ამ ანგარიშის მომზადების დროისთვის ორივე გამოძიება მიმდინარეობდა”, – ნათქვამია ანგარიშში.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები