ინფრასტრუქტურული სამუშაოები მარუხის ქუჩაზე

მარუხის ქუჩის I და II შესახვევებში ასფალტის დაგება დაიწყო. სამუშაოები ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები პარალელურად განხორციელდება შემდეგ ქუჩებზე: მარუხის ,ლომონოსოვის ,ქედის ,ქობულეთისა და ქობულეთის ჩიხში. სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა: ასფალტის საფარი,სანიაღვრე არხები ,ბაზალტის ბორდიურები ,ორშრიანი დეკორატიული ფილები ,უსინათლოთა ბილიკები და საგზაო მონიშვნები. სამუშაოები მიმდინარე წლის პირველ მაისამდე დასრულდება. პროექტის ღირებულება 2 მილიონ 293 ათას ლარს შეადგენს.

წყარო:”ბათუმის მერია”

სხვა ვიდეოები