ინგა შამილიშვილი დაბა ხულოს საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი და მინისტრის მოადგილე ბაგრატ მანველიძე მაღალმთიან აჭარაში იმყოფებოდნენ. სტუმრები მუნიციპალიტეტის მერთან გოჩა მელაძესთან და რესურსცენტრის უფროს ედუარდ მიქელაძესთან ერთად, დაბა ხულოს საჯარო სკოლაში პედაგოგებს შეხვდნენ და სკოლა დაათვალიერეს. უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების“ ფარგლებში დაბის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდება. სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის მოეწყობა შესაბამისი გარემო.
2018 წელს ხულოს მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ოთხ საჯარო სკოლას, დასრულდება ტუნაძეების სკოლის მშენებლობა, დაიწყება განახლებისა და ბეღლეთის საჯარო სკოლების მშენებლობა.

წყარო:”ხულოს მუნიციპალიტეტის მერია”

სხვა ვიდეოები