ინგა შამილიშვილმა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს შობა-ახალი წელი მიულოცა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი ქალაქ ბათუმის N3 საჯარო სკოლას ეწვია, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს შობა-ახალი წელი მიულოცა და ტკბილეულით გაუმასპინძლდა. ქალაქ ბათუმის N3 საჯარო სკოლაში 2017 წელს სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი „არტ-თერაპია“, რომლის ფარგლებშიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები დაეუფლნენ ხატვის სხვადასხვა მეთოდებს. დღეს, მინისტრმა ინგა შამილიშვილმა ბავშვების მიერ შესრულებული ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერა.

წყარო:”აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სხვა ვიდეოები