ინგა შამილიშვილი შუახევის საჯარო სკოლის და ბაგა-ბაღის დირექტორებს შეხვდა

აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე, აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის უფროსი თენგიზ ცისკარაძე, დეპარტამენტის მოადგილე მამუკა თურმანიძე, ამავე სამმართველოს სახელმწიფო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი ზვიად ჯაფარიძე და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები შუახევის საჯარო სკოლის და ბაგა-ბაღის დირექტორებს შეხვდნენა.

შეხვედრის დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულ მოსწავლეებს და მიუსამძიმრეს მათ ოჯახებს, ახლობლებს.

შეხვედრის მიზანს რეგიონების საჯარო სკოლებში და საამღზრდელო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შეფასება, სამომავლოდ გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა და უსაფრთხოების მიმართულებით მდგომარეობის გააუმჯობესება წარმოადგენდა.

ინგა შამილიშვილმა დამსწრეებს მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის ახალი ინიციატივის- საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ. საკოორდინაციო საბჭოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძე უხელმძღვანელებს, რაც რეგიონებში კრიზისების მართვას უფრო მოქნილს და ეფექტურს გახდის.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხოების კუთხით ადამიანური რესურსების გაძლიერებასა და ცნობიერების ამაღლებაზე გაამახვილა, რა მიმართულებითაც უნდა გატარდეს სპეციალური ღონისძიებები, როგორც სკოლებში ასევე ბაღებში.

აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია საგანგებო ვითარებაში ოპერატიული რეაგირება და სავალალო შედეგების მაქსიმალურად თავიდან აცილება, თუნდაც სპეციალური სამსახურების მოსვლამდე.

წყარო:”შუახევის უნიციპალიტეტის მერია”

სხვა ვიდეოები