ინკლუზიური სწავლების ცენტრის მოსწავლეთა გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

დღეს ბათუმის #26 საჯარო სკოლაში ინკლუზიური სწავლების ცენტრის მოსწავლეთა გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. წარმოდგენილი იყო საახალწლო თემაზე შესრულებული ნახატები, ასევე, თექისა და თიხის ნამუშევრები. გამოფენა ბათუმის მერის მოადგილემ, ლელა სურმანიძემ დაათვალიერა და რამდენიმე ნამუშევარი შეიძინა. ინკლუზიური სწავლების ცენტრის მოსწავლეთა გამოფენა-გაყიდვა წინასაახალწლოდ ყოველწლიურად იმართება.

წყარო:”ბათუმის მერია”

სხვა ვიდეოები