ინტენსიური თოვის გამო ხულოს 43 სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა (კოლაჟი)

მაღალმთიან აჭარაში 2 დღეა ინტენსიურად თოვს. თოვლის საფარი დაბა ხულოში 1 მეტრს, ხოლო სოფლებში 1.5 მეტრს აღწევს.

უამინდობამ პრობლემები შექმნა როგორც გადაადგილების, ისე ელექტოენერგიის მიწოდების კუთხითაც.

სასწავლო პროცესი 49 საჯარო სკოლიდან 43 სკოლაში შეჩერდა.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები