იოლანტა ტაჩინსი: აჭარის რეგიონში ძალიან დიდი პოტენციალია საექსპორტო სიმძლავრეების გაზრდის

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) შესახებ, კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ევროპული პროექტის „ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშეწყობა“ ორგანიზებით, შუახევში, რეგიონალური სამუშაო შეხვედრა ადგილობრივ მეწარმეებთან და ფერმერებთან მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა.

როგორც ევროპასთნ საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშემწყობი პროექტის ხელმძღვანელმა იოლანტა ტაჩინსკმა განაცხადა, “საქართველოსა და ზოგადად აჭარის რეგიონში ძალიან დიდი პოტენციალია საექსპორტო სიმძლავრეების გაზრდის”

“რეგიონში მოგეხსენებათ ევროპაში უკვე არის პროდუქტები გასული ევროპის ბაზარზე, თევზი, თაფლი, მცენარეები, ხილი მარცვლეული პროდუქტები ყველაფერი ის რაც აჭარის რეგიონში მოიპოვება. შესაბამისად მთავარი არის ევროპულ სტანდარტებთნ შესაბამისობაში მოყვანა იქნება ეს შეფუთვის ტექნოლოგია, სერთიფიცირება თვითონ ამ პროდუქტების. ბუნებრივია ამასთან დაკავშირებით პროცედურები უნდა გამარტივდეს. ხელმისაწვდომი გახდეს მოსახლეობისათვის და შესაბამისად, მოხდეს მოსახლეობის უფრო მეტად ინფორმირება. სანიტარული ნორმების სტანდარტებს უნდა შეესადაგონ რაც მათ უზრუნველყონ ევროპაში დამატებითი გასვლა, თუმცა ის რაც ჩამოვთვალე რომ აჭარის რეგიონში მოიპოვება ევროპულ ბაზარზე არსებობს. შესაბამისად ამ მხრივ პოტენციალი დიდია.“ განაცხადა ჟურნალისტებთაან” – იოლანტა ტაჩინსკმა.
“ipress.ge?

სხვა ვიდეოები