IPM: მოსახლეობის 93,3% მიიჩნევს, რომ 2018 წელი შარშანდელთან შედარებით უკეთესი იქნება

მოსახლეობის 93,3% თვლის რომ, 2018 წელი წინა წელთან შედარებით უკეთესი იქნება. ეს შედეგი IPM-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა.

“ოპტიმისტურად განწყობილი ადამიანების რაოდენობა იგივეა ბავშვების საახალწლო განწყობის შეფასების შემთხვევაშიც. 93,3%-ის აზრით, შეიძლება ითქვას, რომ ბავშვები ბედნიერები ხვდებიან ახალ წელს”, – აცხადებენ კვლევის ავტორები.

კვლევის მიხედვით, ქართველებმა საახალწლო სუფრაზე, საშუალოდ, 200-დან 300 ლარამდე დახარჯეს.
ქართული საახალწლო სუფრის პირველი 5 კერძი კი ასე გამოიყურება: გოზინაყი (69%), საცივი (52,4%), ხაჭაპური (33%), გოჭის ხორცი (28,9%) და ქათმის ხორცი (25,5%).
კვლევამ აჩვენა ისიც, რომ თითქმის ყველა ოჯახში არსებობს მეკვლეობის ტრადიცია (98,3%). უმეტესობა არ გეგმავს წინასწარ, თუ ვინ იქნება ოჯახის მეკვლე (66,3%), ხოლო 32% წინასწარ უთანხმდება მათ მეკვლეს.

წყარო:”imedinews.ge”

სხვა ვიდეოები